ამონაშვილი: ჭირვეულ, გაღიზიანებულ, ჯიჯღინა დედას ბავშვები გაურბიან, უმალავენ რაღაცეებს

პედაგოგი, ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე საუბრობს.
Sputnik

„მშობელმა რომ ბავშვი აღზარდოს, თვითონ უნდა იყოს აღზრდილი. თუ აკლია რამე, უნდა თვითონაც ზარდოს თავის თავში საუკეთესო თვისებები. თუ მშობელს ჰგონია, რომ ის უკვე აღზრდილია, შვილის აღზრდაში ხელი მოეცარება, რაღაც არ გამოუვა. ხმას აუწევს ბავშვთან, გაკიცხავს მას, კუთხეში დააყენებს და მიმართავს სხვადასხვა სადამსჯელო ზომებს. ჭირვეულ, გაღიზიანებულ, ჯიჯღინა დედას ბავშვები გაურბიან, უმალავენ რაღაცეებს“, – ამბობს შალვა ამონაშვილი.

ცნობილი პედაგოგის თქმით, თუ მშობელი მომთმენი და მიმტევებელია, ასეთ დედას ბავშვი ყველაფერს ეტყვის, არაფერს დაუმალავს.