როგორ დავგეგმოთ ოქტომბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია
Sputnik

ასტროლოგები აცხადებენ, რომ ოქტომბერი მარტივი თვე არ იქნება. ის ყველასთვის საკმაოდ მომთხოვნი თვე აღმოჩნდება და ბევრ ენერგიას წაიღებს. იმისთვის, რომ ბევრი პრობლემა არ შეგვექმნას, უნდა გავითვალისწინოთ ასტროლოგების რჩევები და ვიმოქმედოთ მთვარის კალენდრის მიხედვით, რადგან, როგორც ცნობილია, მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანებზე.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ყოველ ორ–სამ დღეში მთვარე ზოდიაქოს ერთი თანავარსკვლავედიდან მეორეში გადადის. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის თანამგზავრი მუდმივად იცვლის თავის ენერგეტიკას. ამის გამო ადამიანებს ან უმარტივდებათ, ან ურთულდებათ ამა თუ იმ საქმეში წარმატებების მიღწევა.

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ.