ყვითელი ამბები

ვინ არის ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელსაც ქეთა თოფურია ხვდება – ფოტოები

ქეთა თოფურიამ რჩეული გამოაჩინა.
Sputnik

33 წლის მომღერალი საყვარელ მამაკაცს აღარ მალავს. რუსული მასმედია აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ A'Studio-ს ქართველი სოლისტი 35 წლის ბელორუს დიპლომატს და ბიზნესმენს ლევ დენგოვს ხვდება. ინფორმაცია რუსულ მასმედიაში ვრცელდება.

მომღერალმა Instagram-ის „სთორიში“ ცოტა ხნის წინ ბიზნესმენთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მათი მხოლოდ ხელები ჩანდა, დღეს კი სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოჩნდა, სადაც წყვილს ნახევრად უჩანს სახე.

ირკვევა, რომ ბიზნესმენის ნამდვილი სახელი პაველ გუზბანდია. პირველად წყვილი ჯერ კიდევ ივნისში შენიშნეს, როდესაც ბიზნესმენი მინსკში დაბადების დღეს აღნიშნავდა „ჰილტონში“, სადაც სტუმრებს სცენიდან ქეთა თოფურია ართობდა.

ბიზნესმენი წარსულში დუეტ Арбат-ში მღეროდა. ქეთასთან შეხვედრამდე ლევი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ ცოლთან მას ვაჟი ჰყავს, ხოლო მეორესთან შეეძინა გოგონა, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე თვეში დაიღუპა.

რაც შეეხება ქეთას, ის გასული წლის გაზაფხულზე დაშორდა რეპერ გუფს, რომელთანაც ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ქეთას პირველი მეუღლისგან, ბიზნესმენ ლევ გეიხმანისგან ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს.