მსოფლიო დღეს

იტალიაში ქართველები ბინების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

იტალიის პოლიცია ქურდობაში ბრალდებულ მესამე პირს ეძებს.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის დედაქალაქ რომში ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს. მათ ტრიესტში რამდენიმე ბინა გაქურდეს და 133 ათასი ევროს ღირებულების ძვირადღირებული ნივთები წაიღეს.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაკავებულები 22 და 24 წლის საქართველოს მოქალაქეები არიან.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება პოლიციამ რომის აეროპორტში შეძლო, როდესაც ის ქვეყანას ტოვებდა, მეორე კი რომის გარეუბანში აიყვანეს.

იძებნება ქურდობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი.