კოვზანაძე: სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს 14 მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ საუბრობს.
Sputnik

„სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს 14 მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს. გარდა ამისა, წლევანდელი წლის ბიუჯეტიდან დამატებით თითქმის 800 მილიონი არის მობილიზებული იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოქალეების კეთილდღეობა. ეს (მომავალი წლის ბიუჯეტი) არის, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის პარამეტრები“, – ამბობს ირაკლი კოვზანაძე.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. საკომიტეტო მოსმენები 4 ოქტომბერს დაიწყება.