სპილოების ბალეტი და ლეშიჭამიების ბანკეტი: თბილისის ზოოპარკი ცხოველთა დღეს აღნიშნავს

ზოოპარკის სტუმრებს უჩვეულო სანახაობა ელოდებათ მაიმუნების, გველების, ლემურებისა თუ სპილოების მონაწილეობით.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ზოოპარკი შაბათს, 5 ოქტომბერს თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო გასართობ მრავალფეროვან ღონისძიებას აწყობს.

ნამდვილი ბეიბი-ბუმი თბილისის ზოოპარკში: ამჯერად ვინ დაიბადა?>>

დღის განმავლობაში ზოოპარკის ბინადრები სხვადასხვა წარმოდგენაში მიიღებენ მონაწილეობას. ზოოპარკის თანამშრომლებმა ამ შოუებს სასაცილო დასახელებებიც შეურჩიეს, მაგალითად, „მაიმუნებისა და თივიანი ყუთების შერკინება", „სპილოების ბალეტი", „ჩაეხუტე გველებს და დაამარცხე გველების ფობია" და სხვ.

ცოფთან ბრძოლის დღე: საქართველოში ცხოველებს უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ

ანუ ამ დღეს ყველა, ვისაც ეშინია გველების, შეძლებს დაამარცხოს თავისი შიში და შეეხოს კიდეც მათ. ძალიან გაუმართლებს მას, ვისაც ცხოველებთან ახლოს უყვარს ყოფნა: ისინი შეძლებენ აჭამონ ლემურებს, ოღონდ ერთი პირობით – უნდა უპასუხონ ვიქტორინის იოლ კითხვებს.

ამას გარდა, დღესასწაულზე შესაძლებელი იქნება სპილოების „ბალეტის" ნახვა. არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება ვარხვების შოუ, რომლებიც თევზებს ჰაერში დაიჭერენ. ცხოველების ზეიმი დასრულდება შოუთი „ბარკლების წვიმა ლეოპარდებთან".

ზოოპარკში ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება.

კახეთში ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნება>>

ცხოველთა მსოფლიო დღე (World Animal Day), ანუ ცხოველთა დაცვის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 4 ოქტომბერს აღინიშნება. ის 1931 წელს ფლორენციაში ბუნების დაცვის საერთაშორისო კონგრესზე დააარსეს.