სროლა თბილისის ცენტრში: ყიფშიძეზე ორი მამაკაცი დაჭრეს

ამ დროისთვის დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ვაკეში, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე სროლის და ჩხუბის ხმა გაიგეს, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.