წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა

სკოლის დირექტორის თქმით, ბოლო დროს მოზარდი გულჩათხრობილი იყო და სკოლაში იშვიათად დადიოდა.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

16 წლის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობა: საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სკოლის დირექტორის თქმით, ბოლო დროს მოზარდი გულჩათხრობილი იყო და სკოლაში იშვიათად დადიოდა.

„კარგი მოსწავლე იყო. ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა. დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო, მამა რუსეთში ცხოვრობდა. ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი. 13 ნოემბერს აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.

ბოლო დროს საქართველოში გახშირდა მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევები. რამდენიმე დღის წინ თბილისში ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა.