მიქელაძე: სექტემბრის ბოლოს იწყება რინოვირუსული ინფექციები

ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვების საშემოდგომო გაციებაზე საუბრობს.
Sputnik

„ჩვენ გვახასიათებს სხვადასხვა ვირუსული ინფექციების სეზონურობა განსხვავებით სხვა კლიმატური ქვეყნებისგან, რომლებშიც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ცირკულირებდეს სხვადასხვა ვირუსი. შემოდგომას, როდესაც იწყება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბაღები, იწყება გაციებაც. სიმპტომები ხშირ შემთხვევაში არის მაღალი ცხელება, ცხვირიდან ჩამონადენი, ყელის ტკივილი, ხველა, ანუ  საქმე გვაქვს კორონავირუსთან“, – აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

ექიმის განმარტებით, სექტემბრის ბოლოს იწყება რინოვირუსული ინფექციები, რომელსაც მოსდევს გართულებები და ზოგ შემთხვევაში ცხვირის გამხსნელის გამოყენება კატეგორიულად იკრძალება.