ყვითელი ამბები

„ვიცი მეც ამკენწლით, როგორც „გუჩის“ ახალ სახეს...“ – ქართველი მოდელის ემოციური მიმართვა

2019 წელს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია 23 წლის სომეხი გოგონა გახდა, რომელმაც Gucci-ს ჩვენებაზე გამოჩენით მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
Sputnik

ქართველი მოდელი რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. აღმოჩნდა, რომ მოდელის ოცნება მილანისა და პარიზის მოდის ჩვენებებზე გამოსვლაა, სადაც გასული კვირის განმავლობაში არაერთი დამწყები მოდელი ვიხილეთ.

რენატას თქმით, დიდი ხანია მოდის სფეროშია და ყურადღების ცენტრში ყოფნაც უყვარს.

„ვფიქრობ განსხვავებული ვიზუალი მაქვს ჩემი სიგამხდრით სიმაღლით სახით და ტატუებით. იმედი მაქვს მეც გავხდები რომელიმე ბრენდის სახე. ვიცი მეც ამკენწლით როგორც „გუჩის“ ახალ სახეს. მაგრამ მზად ვარ ჩემი ოცნებისთვის ავიტანო ბოროტი შურიანი ადამიანების აზრი“, – წერს მოდელი.

2019 წელს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია 23 წლის სომეხი გოგონა გახდა, რომელმაც Gucci-ს ჩვენებაზე გამოჩენით მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ირკვევა, რომ 23 წლის სომეხი გოგო, რომლის სურათებმა სოციალური ქსელი მოიცვა, მოდელი არ არის და „გუჩის“ სახეც არ გამხდარა, თუმცა გარეგნობის გამო სოციალურ ქსელში ძალიან გააკრიტიკეს.