სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი – სოფო შავაძე ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ფოთში, ერთ-ერთ დაწესებულებაში მუსიკის მოსმენა 4 ლარი ღირს.
„ქალაქი ფოთი. დაწესებულების სახელს არ ვახმაურებ. სადმე ვინმეს მსგავსი თუ გინახავთ? მუსიკა 4 ლარი ღირს. ანუ შედიხარ რომ ჭამო, იქნებ ყრუ ხარ და სულ არ გესმის რა არის ჩართული, მაინც მუსიკა 4 ლარი“, – წერს სოფო შავაძე.