კერესელიძე: დაგეგმარებისას აუცილებლად გავითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნებს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას საჭიროებებსა და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.
Sputnik

„შეხვედრისას გამოიკვეთა ძირითადი სამუშაო მიმართულებები, ეს გახლავთ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება. შესაბამის უწყებებთან ერთად მომავალი წლის განსაზღვრისას აუცილებლად გავითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნებს“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

რწმუნებულის განმარტებით, წყლის სათავე ნაგებობა წლის ბოლომდე მოეწყობა ჟინვალში, ჩინსა და სოფელ ყვავილში.