ყვითელი ამბები

სინდი კროუფორდის შვილი ქართველი დიზაინერის კაბით პოზირებს – ფოტოები

კაია გერბერი ცნობილი სუპერმოდელის სინდი კროუფორდის შვილია. მის პორტფოლიოში უკვე არის Teen Vogue-ის გადაღებები, კონტრაქტები Marc Jacobs-თან და Versace-სთან.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 18 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი კაია გერბერი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას 2019 წლის კოლექციის კაბით მივიდა.

ცნობილმა მოდელმა ქართველი დიზაინერის სამოსი TATA PR Agency-ს დახმარებით მოირგო. კაია გერბერი ცნობილი სუპერმოდელის სინდი კროუფორდის ქალიშვილია. მის პორტფოლიოში უკვე არის Teen Vogue-ის გადაღებები, კონტრაქტები Marc Jacobs-თან და Versace-სთან.

მსოფლიო ვარსკვლავებმა არაერთხელ შეაჩერეს არჩევანი გიორგი ქებურიას ტანისამოსზე: მსახიობი ლინდსი ლოჰანი და მომღერალი ლედი გაგა ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის ტანისამოსში ბრწყინავდნენ. ამასთან, ქებურიამ პოპულარობა მოიპოვა მზის სათვალით – „ლისიჩკებით", რომელიც ჰიტად იქცა არა მარტო თბილისში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

პამელა ანდერსონი გიორგი ქებურიას ირჩევს

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა კლაუდია შიფერმა, ჟურნალ Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურიმ და Vogue-ის დირექტორმა ემანუელ ფარნეტიმაც შეაფასეს ქებურიას შემოქმედება.

გიორგი ქებურია — თვითნასწავლი დიზაინერია. დაიბადა 1990 წელს თბილისში. 2010 წელს თავისი პირველი მხიარული და სიურრეალისტური კოლექცია წარმოადგინა და თბილისის მოდის კვირეულზე „საუკეთესო ახალბედას" ჯილდო მიიღო.