ყვითელი ამბები

„ისევ წავიდა...“ – ეკა ხოფერია ერთადერთ ქალიშვილს ემშვიდობება

ეკა ხოფერია გულის ამაჩუყებელ წერილს აქვეყნებს. ცნობილი ჟურნალისტი ქალიშვილს ემოციური სიტყვებით აცილებს. რატომ ემშვიდობება წარმატებული ტელესახე ქალიშვილ ანანო ლევიძეს?
Sputnik

ცნობილ ქართველ ჟურნალისტს ეკა ხოფერიას დიდი ოჯახი ჰყავს. ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა და ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი – ანანო ლევიძე ჰყავს. როგორც თავად სხვადასხვა ინტერვიუში იხსენებს, ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან. ანანოს გარდა მიშას და ეკას ორი ვაჟი შეეძინათ.

ეკა ხოფერიას ქალიშვილი ესპანეთში სწავლობს. მანამდე მშვენიერი გოგონა ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა. ანანო ლევიძემ სკოლა წარჩინებით დაასრულა. მისი ბანკეტის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა. დედა-შვილი ნამდვილად შეუდარებლად გამოიყურებოდა. ანანო სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ თანატოლებს შორის პოპულარულია. სტუდენტი გოგონა სამოქალაქო პასუხისმგებლობას გრძნობს და დედასთან ერთად სხვადასხვა აქციებს, პერფორმანსებს ხშირად ესწრება.

ეკას ქალიშვილმა ზაფხული მშობლიურ თბილისში გაატარა, მაგრამ სექტემბრის დასაწყისმა ეკა ხოფერიას შვილი ისევ სასწავლებლად შორეულ ბარსელონას დაუბრუნა. ჟურნალ „სითის“ მთავარმა რედაქტორმა ქალიშვილს მორიგი ემოციური პოსტი მიუძღვნა. „წავიდა ისევ. აი, ასე უცებ, თუმცა უცებ კი არადა, ნელნელა ვხვდები, რომ დიდია!“ – წერს ეკა ხოფერია. ანანო ლევიძეს შეყვარებული ჰყავს და ეკა ხოფერია აღნიშნავს, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი უკვე დიდია და ამას თვალს ეტაპობრივად უსწორებს.