„ახალ კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს. მან პირობა დადო, რომ შრომითი და სამრეწველო პროცესი წარიმართება პროფკავშირთან მჭიდრო კომუნიკაციის და მეშახტეებთან მუდმივი კონტაქტის ფონზე. ახალი კომპანია ამბობს, რომ ხელფასების გადასახდელად საჭირო თანხა მას უკვე აქვს ანგარიშზე“, – აღნიშნა თამაზ დოლაბერიძემ.
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, როგორც კი დოკუმენტაციის გადაფორმება დასრულდება, მეშახტეებს ხელფასები ჩაერიცხებათ.