„არაადამიანები ხართ ყველა....“ - რას წერდა გოგო, რომელმაც სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო

გოგონა „პირველ არხზე“ ერთ-ერთ გადაცემაზე სტაჟიორად მუშაობდა
Sputnik

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის  გამზირზე, საკუთარ საცხოვრებლ სახლში 20 წლის გოგონა, ქრისტინა ბაბლუანი, გარდაცვლილი იპოვეს. მან, სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

გოგონა „პირველ არხზე“ ერთ-ერთ გადაცემაზე სტაჟიორად მუშაობდა. „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გოგონას ბოლო ემოციური პოსტი ძაღლს ეხება, რომელიც ვერაზე მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.