„ევროვიზია 2020“: საქართველოს პრეტენდენტების ვინაობა ცნობილია

მალე საქართველოში დაიწყება მომღერლების ნამდვილი ბრძოლა, რომლის შედეგად გაირკვევა, ვინ წარმოადგენს ქვეყანას ევროვიზიის სცენაზე
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ცნობილია იმ შემსრულებლების ვინაობა, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას საქართველოს სახელით წარდგნენ სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია 2020“.

ცნობილი გახდა სად გაიმართება „ევროვიზია 2020“ >>

„ევროვიზია 2020“ ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსის ნახევარფინალები გაიმართება 12 და 14 მაისს, ფინალი - 16 მაისს.

კონკურსის გამართვაზე უფლება ნიდერლანდებმა 2019 წელს გამართულ კონკურსზე დუნკან ლოურენსის (სიმღერა Arcade ) გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, რომელიც თელ-ავივში გაიმართა.

„ევროვიზია 2020“: საქართველოს პრეტენდენტების ვინაობა ცნობილია

ცნობილი გახდა, რომ ევროვიზიის სცენაზე საქართველოს სახელით წარდგენის პრეტენზიას აცხადებს ორი მომღერალი: შოუ „ნიჭიერის" მეექვსე სეზონის გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე და მუსიკალური შოუ X Factor Georgia-ს პირველი სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი.

სწორედ ისინი შეარჩიეს პირველ არხზე ვოკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგებზე, რომლის გამარჯვებულიც „ევროვიზია 2020"-ზე საქართველოს სახელით იმღერებს.

როგორ ემზადება საქართველო „საბავშვო ევროვიზიისთვის"

„საქართველოს ვარსკვლავი" ცნობილი ბრიტანული მუსიკალური კონკურს Pop Idol-ის ანალოგია. გასულ წლის სეზონში პროექტის გამარჯვებული გახდა მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელმაც „ევროვიზია 2019"-ზე საქართველო წარადგინა.

ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. შოუში უძლიერეს შემსრულებელთა ათეული მოხვდება. შოუს ფინალში კი მაყურებლები გამარჯვებულს აირჩევენ.

„საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის შემადგენლობაშია The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული ნათია თოდუა, მუსიკოსი და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ხმისჩამწერი სტუდია „ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია.

პროექტის მეორე სეზონი პირველ არხზე ოქტომბერში დაიწყება.