ყვითელი ამბები

„ეს ჩემი სიდედრი როდის მერე აწვება ქურდულს...“- ბექა ჩხაიძე თაღლითობის შემთხვევაზე წერს

Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მომღერალ ბექა ჩხაიძის სიდედრი ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ბექა ჩხაიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ ვერ ხვდება, რატომ არ იჩივლა დაზარალებულმა.

თაღლითი ფენომენი: ფოტოგრაფიული მეხსიერების მქონე მოლარემ ბანკის 1300 კლიენტი გაძარცვა

„ალბათ მეოცე შემთხვევა მესმის უკვე ჩემს ირგვლივ ვისაც საბანკო ანგარიშიდან ფული მოპარეს, მათ შორის ჩემს მეგობრებს. ისეთ ადამიანებს არჩევენ, რომლებიც არ იჩივლებენ. დარწმუნებული ვარ, ზუსტად იციან ვინ იჩივლებს და ვინ არა და სია აქვთ,  მაგრამ ეს ჩემი სიდედრი როდის მერე აწვება ქურდულს რომ არ იჩივლა, ეგ აღარ ვიცი“, - წერს ჩხაიძე.

ბოლოე რთი კვირის განმავლობაში „საქართველოს ფოსტამ“ და კომპანია „მაგთიკომმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათი სახელით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება გათამაშებასთან დაკავშირებით, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიები საზოგადოებას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩნონ და არ გადარიცხონ თანხა გაურკვეველ ანგარიშებზე.