ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში: არის მსხვერპლი

სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა,  ორი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

საბურთალოზე ერთმანეთს ორი მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

შემთხვევა სოფელ შუა ქვალონში დღეს მოხდა. ერთმანეთს Mercedes-ის და Mitsubishi-ს მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.