საქართველოს ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ანგარიშით 33:7 მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში მოუგო. წარმოგიდგენთ Sputnik-ის ფოტოლენტაში თამაშის ფოტოებს
კვირას საქართველოს და ურუგვაის ნაკრებებს შორის შედგა რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მეტოქეები ანგარიშით 33:7 გაანადგურა.
ისტორიაში პირველად, ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო თასის მატჩში მოახერხეს ოთხისა და მეტი გარდასახვის განხორციელება და ამისათვის ცხრილში ბონუს ქულა მიიღეს. ურუგვაიელების ანგარიშზე ერთი ლელო და ერთი გარდასახვაა. ანგარიშში სხვაობის კიდევ ერთი ქულის გათვალისწინებით, ქართველ მორაგბეებს ჩათვლაში ხუთი ქულა აქვთ და ისინი ცხრილში გაუთანაბრდნენ ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებს.
შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში ფიჯის ნაკრებთან ითამაშებს. ქართველებს სჭირდებათ გამარჯვება, რათა გარანტირებული ჰქონდეთ მონაწილეობა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე.