გია კორკოტაშვილი: ბებიაჩემი ამ ამბის გამო თავის ორ შვილთან ერთად ლავრენტი ბერიასთან მივიდა

გია კორკოტაშვილი მის წინაპრებს და კარდენახთან დაკავშირებულ ბავშვობის ამბებს იხსენებს.
Sputnik

 

„ყველამ ვიცით, რომ ჩვენს სინამდვილეში არსებობდა ასეთი ადამიანი-ლავრენტი პავლოვიჩ ბერია, რომელსაც ბევრი ადამიანი უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ბევრი კი ამბობს, რომ საქართველოსთვის კარგი საქმეებიც აქვს გაკეთებულიო. მაშინ ისეთი დრო იყო, რაღაც მთავრობის საწინააღმდეგო რომ წამოგცდენოდა, ეგრევე დაგაბეზღებდნენ. ერთხელ, ერთ სუფრაზე პაპაჩემს რაღაც წამოსცდა, ამ ამბავმა როგორც ჩანს, შესაბამისი უწყების ყურამდეც მიაღწია. პაპა დაიჭირეს და ციმბირში უპირებდნენ გადასახლებას.“ -ამბობს გია კორკოტაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

გია კორკოტაშვილი- რაგბისტი, მსახიობი და მომღერალი, გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში.