ვარკეთილში ნგრევის საშიშროების გამო ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე,  ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, კორპუსის ნგრევის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კორპუსი ყველა მცხოვრებმა დატოვა. ორი მოქალაქე კი, რომელთაც თავად გადაადგილება არ შეეძლოთ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით გაიყვანეს.

უწყების ინფორმაციით,  დაშავებული არავინ არის.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.