რუსთავის სკოლაში მასწავლებელი კიბიდან დაგორდა - პედაგოგი მე-6 კლასელ გოგოს ადანაშაულებს

მასწავლებელს თავის ტვინის შერყევა და წელის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, იუწყება პირველი არხი.

პედაგოგის განცხადებით, მოსწავლე მას ბოლო პერიოდში უთვალთვალებდა, პარასკევს კი მეხუთე გაკვეთილის წინ ხელი ჰკრა და მესამე სართულიდან, კიბიდან დააგორა.

ინციდენტი ამოწურულია: მასწავლებელს ფრჩხილები დააჭრევინეს

მასწავლებელი რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში პარასკევს მოათავსეს და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს მოსწავლის დედა. მასწავლებელს ძალადობაში თავად ადანაშაულებს და ამბობს, რომ მასწავლებელმა მისი შვილი ჯერ კიდევ აპრილში ცემა. მშობლის მტკიცებით, გუშინდელი ფაქტის შემდეგ გოგონა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება.

როგორც კლინიკის ნეიროქირურგი მიხეილ გურასპიშვილი აცხადებს, მასწავლებელს თავის ტვინის შერყევა და წელის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მკურნალობა სჭირდება.

მასწავლებელთან გამოკითხვის მიზნით გამომძიებელი იმყოფებოდა.