„ფილმის „ცისფერი მთების ანუ ტიან-შანი“ სცენარზე დაახლოებით ორი წელი ვიმუშავეთ და მერე სამხატვრო საბჭოს წარვუდგინეთ და მან იგი მიიღო. დაბრკოლებები დაიწყო მოსკოვში, სადაც გვითხრეს, რომ ფილმი ანტისაბჭოთაა და თქვენ მას ვერ გადაიღებთო. ეს იყო გარდაქმნის პერიოდი. ბიჭვინთაში გორბაჩოვი ჩამოვიდა, რომელმაც ქართული ფილმების ნახვა მოინდომა. მან ფილმის ყურების დროს ბევრი იცინა და ედუარდს უთხრა: რამე თუ არ ვიღონეთ, ჩვენც ასე დაგვენგრევა ყველაფერიო“-იხსენებს ელდარ შენგელაია სატელევიზიო გადაცემაში.
ელდარ შენგელაია იხსენებს სერგო ფარაჯანოვთან ერთად მოსკოვში ჩასვლის ამბავს: „სერგომ „შერემეტიევოში მოიტანა თოკებით შეკრული დიდი ხალიჩა მოიტანა, ძალიან გამიკვირდა, რომ მაშინ ის ყველამ გაატარა“.