ანრი ჯოხაძე: მე ვიცოდი, რომ მასთან დიდი ვნება იქნება და გამომივა...

ანრი ჯოხაძე საკუთარ პიროვნულ თვისებებზე საუბრობს და მათ ასტროლოგიის კუთხით განიხილავს.
Sputnik

„ალბათ ასტროლოგიის სიყვარული წინა ცხოვრებიდან მომყვება. თქვენ არ იცით ჩემს მესინჯერში რა ხდება, მეგობრები მთხოვენ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ადამიანთან მათი თავსებადობა გავარკვიო. ჰოროსკოპით მორიელი ვარ და ჩვენ ადამიანების წყენა არ გვავიწყდება. შურისმაძიებლობა მორიელებს თანამგზავრივით დაგვდევს. როცა ადამიანი მოგწონს, სულ ცდილობ მისი პირადი ასტროლოგიური რუქა შეადგინო და დაადგინო რამდენად ეთავსები მას.“- ამბობს ანრი ჯოხაძე სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ანრი ჯოხაძე ამბობს, რომ ბოროტიც არის და ადამიანური ვნებები და ბოროტი განხრახვებიც აქვს ხოლმე. ოღონდ თუ ვინმე შეეხება, პირველი არასოდეს არავის არაფერს გაუფუჭებს.