ხანძარი ვაკეში: გაურკვეველი მიზეზით ორი ავტომობილი დაიწვა

ცეცხლი ჯერ ერთ ავტომობილს გაუჩნდა, ხოლო შემდეგ გვერდით მდგომ მეორე ავტომობილზე გადავიდა.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ვაკეში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე ორი ავტომობილი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ ერთ ავტომობილს გაუჩნდა, ხოლო შემდეგ გვერდით მდგომ მეორე ავტომობილზე გადავიდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.