კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილი ბიჭის საქმეზე 6 პირია დაკავებული

შსს დეტალური ინფორმაციას ამ საქმესთან დაკავშირებით 28 სექტემბერს დილიდან გაავრცელებს.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ექვსი პირია დაკავებული ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე, აცნობეს Sputnik-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ

ექვსივე დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის178-ე, ძარცვის მუხლით წარედგინა, თუმცა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაც გრძელდება, რაც „თვითმკვლელობამდე მიყვანას" გულისხმობს და რომლითაც დაიწყო გამოძიება თავდაპირველად.

შსს დეტალური ინფორმაციას ამ საქმესთან დაკავშირებით 28 სექტემბერს დილიდან გაავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 16 წლის ბიჭი სხვა მოზარდებთან ერთად ეზოში თამაშობდა. გარკვეული ხნის შემდეგ ერთ−ერთ მათგანთან ერთად ის სახლის სახურავზე ავიდა, საიდანაც გადმოვარდა კიდეც.  ახლობლებისა და მეზობლების თქმით, მანამდე მოზარდებს შორის კონფლიქტი არ მომხდარა.