„უჭმელობისგან დაუძლურებულია“ – საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგო შოკურ მდგომარეობაშია

საბერძნეთში მცხოვრებ ქართველს, 32 წლის სალომე გოგინაშვილს ათენში ოთხი დღე ეძებდნენ.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საბერძნეთში, ათენში შაბათს დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი პორტთან ერთ-ერთმა გამვლელმა შოკურ მდგომარეობაში იპოვა, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

ახლობლების ინფორმაციით, დაკარგული კი­თხვებ­ზე მხო­ლოდ იმას პა­სუ­ხობ­და, რომ სა­ლო­მე ჰქვია. გო­გო­ნა ათე­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც ტე­ლე­ვი­ზი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს და­კარ­გუ­ლის პოვ­ნის თა­ო­ბა­ზე. ოჯახ­ში კი სწო­რედ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და­რე­კეს და სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. დე­დამ უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა და­კარ­გუ­ლი შვი­ლი.

„ნუ დამიკავშირდებით...“ – საბერძნეთში გაუჩინარებული ქართველი გოგო საავადმყოფოშია

და­კარ­გულს უჭ­მე­ლო­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი აქვს, ამიტომ ის რამ­დე­ნი­მე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რებს. 32 წლის გო­გი­ნაშ­ვილს ოჯა­ხი ოთხი დღე ეძებ­და. სად იმ­ყო­ფე­ბო­და ის ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

სალომე გოგინაშვილი ათენში სახლიდან შაბათს, 13:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ ახლობლები ეძებდნენ. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.