საზოგადოებას ანუკი არეშიძის და კახი კალაძის დუეტი განსაკუთრებულად უყვარს. მათ გარშემო სკანდალები არ ვრცელდება. მათ მეგობრული და თბილი ოჯახი აქვთ. ანუკი, საკუთარი საქმიანობის მიუხედავად, ბავშვებს დიდ დროს უთმობს, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს დედაქალაქის მერიც. სხვადასხვა ინტერვიუებში დიზაინერი ანუკი არეშიძე აღნიშნავს, რომ პატარა ნიკოლამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს, მათ შორის სამი მილანში დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლა პარიზის ერთ-ერთ სამშობიაროში 3 კგ წონით დაიბადა. ორსულობის ბოლო დღეები თბილისის მერის მეუღლემ საფრანგეთსა და იტალიაში გაატარა, მასთან ერთად იყვნენ მისი და კახა კალაძის შვილები – ლევანიკო, კახი–უმცროსი და პატარა ვაჩე. ბიჭები უმცროს ძმას მშობლებთან ერთად უვლიან. ანუკი ერთ-ერთ პოსტში ამბობს, რომ ბიჭებს შორის სიფრთხილითა და განსაკუთრებული მზრუნველობით ყველაზე უფროსი ვაჟი – ლევანი გამოირჩევა.
კახი კალაძე სოციალურ ქსელში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მას 210 ათასი მიმდევარი ჰყავს. ბოლო დროს „ფეისბუქის“ გარდა „ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებელიც გახდა. შვილების ულამაზესი ფოტოების გარდა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს „ინსტაგრამის სთორიში“ აქვეყნებს, რითიც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თბილისს საკმაოდ თანამედროვე მერი ჰყავს. ვაჟებთან გადაღებული სურათები მნიშვნელოვნად ცვლის კალაძის იმიჯს. მათი ოჯახის მიმართ უამრავი ადამიანი პოზიტიურად განეწყობა და ეს პოლიტიკოსის იმიჯზე დადებითად მოქმედებს. კალაძის მიერ გაზიარებულმა ორმა უახლესმა ფოტომ 18 ათასი მოწონება დაიმსახურა.