„კიდევ უფრო უარესი, თუ არ იცოდა, ვის იწყალებდა. ძალიან კარგია, რომ პროკურატურა ამას იძიებს, მე იმედი მაქვს, რომ ან საპარლამენტო კომისია, ან საზოგადოებრივი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ამ საქმეს შეისწავლის. მე ამას ვაფასებ, როგორც პოლიტიკოსის ქმედებას. ძალიან ცუდი ფაქტის წინაშე ვდგავართ. მან თავის მხარდამჭერებს, სახელმწიფოს, პოლიციას ჩრდილი მიაყენა, დაუსვა კითხვის ნიშნები. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ვთხოვე, შევხვდი, მოვუწოდებდი, რომ მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის. პრეზიდენტის ასეთმა დამოკიდებულებამ შეწყალების აქტის მიმართ ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია ჩემში“, – ამბობს ხათუნა ხოფერია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არიან მკვლელობისთვის და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, არის ერთი ძებნილი პირიც.