თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, ხანძარი თხევადი გაზის ბალონის აფეთქების გამო გაჩნდა. დამწვარია საოჯახო ტექნიკა და ნივთები.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.