საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში თავისი მაჩვენებლები გააუმჯობესა

ქართველ მორაგბეებს აქვთ შანსი, რომ მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებების ათეულში შევიდნენ.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან ფიჯის ნაკრების დამარცხების წყალობით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში თავისი პოზიციები გაიუმჯობესა.

იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ქართველია

საქართველო რეიტინგში 73.29 ქულით მე-11 ადგილზე განთავსდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფიჯიმ 4 ქულა დაკარგა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა (72.42). პირველ ადგილზე კვლავ ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებია (90.98), მეორე ადგილზეა ირლანდიის ნაკრები (89.93), ხოლო მესამეზე – ინგლისი (88.12).

უნდა აღინიშნოს, რომ "ბორჯღალოსნებმა" 2016 წლის საუკეთესო შედეგი გაიმეორეს – მაშინ ჩვენი გუნდი ასევე მე-11 ადგილზე გავიდა.

იმ შემთხვევაში, თუ 29 სექტემბერს ურუგვაის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ხოლო არგენტინა ტონგასთან ან დამარცხდება, ან ფრედ დაასრულებს თამაშს (თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა), მაშინ მილტონ ჰეიგის გუნდი უძლიერესთა ათეულში გადასვლას შეძლებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა საქართველომ D ჯგუფში უელსთან 14:43 წააგო.