ყვითელი ამბები

„ქეით, მიყვარხარ...“ – ანუკი არეშიძე ცნობილ ტოპმოდელთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, ცნობილი ქართველი მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე მილანის მოდის კვირეულის ჩვენების წინა რიგში აღმოჩნდა.
Sputnik

დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომელიც პარიზსა და მილანში Fashion Week-ს ესწრება, Instagram-ის პირად გვერდზე ცნობილ ბრიტანელ მოდელთან, 45 წლის ქეით მოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„ოჰ ქეით, მიყვარხარ“ – ასეთი წარწერით აქვეყნებს სუპერმოდელთან შეხვედრის ფოტოს ქართველი დიზაინერი საკუთარ Instagram-ზე.

თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე, ცნობილი ქართველი მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე მილანის მოდის კვირეულის ჩვენების წინა რიგში აღმოჩნდა. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში Instagram-ის მეშვეობით ანუკი აქტიურად გვიზიარებდა მილანური ცხოვრების ტემპსა და სხვადასხვა ბრენდის დეფილეს.

ანუკიმ სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარი ქუჩის სტილიც რამდენჯერმე გაგვიზიარა. როგორც ყოველთვის, დიზაინერმა ამჯერადაც კლასიკურ სტილზე გააკეთა არჩევანი.

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე 13 წელია ერთად არიან, წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს. ცოტა ხნის წინ მათ ჯვარიც დაიწერეს.