„ნუ დამიკავშირდებით...“ – საბერძნეთში გაუჩინარებული ქართველი გოგო საავადმყოფოშია

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი ათენში სახლიდან შაბათს, 13:00 საათზე გავიდა.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ხუთი დღის წინ გაუჩინარებული სალომე გოგინაშვილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგონას დედა ნონა კუპრაშვილი ავრცელებს.

ირკვევა, რომ გოგონა ამჟამად ქალაქის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი ათენში სახლიდან შაბათს (21/09), 13:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ ახლობლები ეძებდნენ. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.