გახარია: ყველა დამსაქმებელი ვალდებულია შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტყიბულში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
Sputnik

„ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ეს ის პრობლემებია, რაც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც გულისხმობს შრომითი უსაფრთხოების და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას… მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტყიბულელი მეშახტეები 24 სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.