ავარია ზუგდიდის ცენტრში: არიან დაშავებულები

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გორის ციხიდან არასრულწლოვანი გადავარდა

Nissan-ის და BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე, ჰიპერმარკეტ „სმარტის“ წინ შეეჯახნენ.

სამივე დაშავებული, რომელთაგანაც ორი ქალბატონია,  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მათ გამოკვლევები უტარდებათ. დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტები.