მსოფლიო დღეს

გარდაიცვალა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაკი

საფრანგეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო France-presse.

„რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი დღეს, დილით გარდაიცვალა ახლობლების გარემოცვაში. მშვიდად“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი 1995-2007 წლებში იყო.