ყვითელი ამბები

„დღეს ნატატა და თინანო ერთი თვის გახდნენ“ – ნოდარ მელაძე ჩვილების უახლეს ფოტოს აქვეყნებს

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ერთი თვის წინ მამა გახდა. მის დაოჯახებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილ ჟურნალისტს ტყუპი გოგოები „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლისგან თეა ცეცხლაძისგან ჰყავს.
Sputnik

ერთი თვის წინ, 26 აგვისტოს ნოდარ მელაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე ახალშობილების ფოტო გამოაქვეყნა. მანამდე, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს მედიასთან განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. აღნიშნა, რომ შვილებს ელოდება. სასიხარულო ამბის გაზირების შემდეგ, ერთი კვირის თავზე ნოდარ მელაძის მეუღლეს თეა ცეცხლაძეს პატარა გოგონები გაუჩნდა. პირველი ფოტო ჟურნალისტმა სამშობიაროდანვე გამოაქვეყნა და „მამას გოგოები“ დააწერა.

ნოდარ მელაძის მზრუნველობა და შვილების მიმართ თბილი დამოკიდებულება „მთავარი არხის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ სიუჟეტშიც გამოჩნდა. ახალბედა მამა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, შვილებს დიდ დროს უთმობს. ახალი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნოდარი ნატატას და თინანოს დიდი სიყვარულით უვლის. „სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. Tea Tsetskhladze მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – დაწერა მე­ლა­ძემ.

პატარა ნატატას და თინანოს ფოტოს უმარავი გამოხმაურება მოჰყვა, ისევე, როგორც ნოდარის ნებისმიერ ნაბიჯს. ბავშვების სურათს ჟურნალისტის კოლეგები, მეგობრები და სრულიად უცნობი ადამიანები გამოეხმაურნენ. „ჭიამაიები“, „თინანოც მობუთქუნდა, ცქნაფები...“, „ამათ როგორ უძლებ! მართლა გუშინ გაჩნდნენ თითქოს“...- წერენ „ფეისბუქის“ მომხმარებლები.