ყვითელი ამბები

„კარგია, როდესაც ქალი ხარ“ – შორენა ბეგაშვილმა ინტიმური ვიდეო გამოაქვეყნა

ქართველი მამაკაცები მის წინაშე უძლურნი ხდებიან და აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მიუხედავად იმისა, რომ ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება, სოციალურ ქსელში მაღალი აქტიურობით გამოირჩევა და ამჯერად მორიგ სექსუალურ ვიდეოს აქვეყნებს.
Sputnik

ქართველ ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი მიმზიდველი მსახიობი ბევრისთვის მისაბაძი გახდა. განსაკუთრებული გემოვნება, სკანდალები, ულამაზესი შვილი და წარმატებული კარიერა – შორენა ბეგაშვილზე მუდამ საუბრობენ. თაყვანისმცემლების არმიამ რეალურიდან ვირტუალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. ახლა შორენა ბეგაშვილის თითოეულ პოსტს განსაკუთრებული მიდგომით განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე ცნობილ მსახიობს ნაკლებად აკრიტიკებენ.

შორენა ბეგაშვილის ყოველი დღე გადატვირთული გრაფიკით გამოირჩევა. რადიო „იმედის“ წამყვანი, რამდენიმე კომპანიის სახე, ბრენდული მაღაზიის მოდელი და ევას დედა ყველას გაკვირვებას იწვევს. მისი ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა სოციალური ქსელის "ფოლოვერებითაც" ჩანს – მსახიობს 307 ათასი Instagram-ხელმომწერი ჰყავს. ქართველ სელებრითებს შორის აღნიშნული რაოდენობის მიმდევრები მხოლოდ შორენას და თბილისის მერის მეუღლეს, ულტრამოდურ ანუკი არეშიძეს ჰყავთ.

ქართული შოუ-ბიზნესის სექს-სიმბოლოდ აღიარებულმა მსახიობმა მორიგი სკანდალური ფოტო გამოაქვეყნა. ტელეწამყვანმა მიმზიდველი ფორმები კიდევ ერთხელ გამოაჩინა და უამრავი მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, კარიერულ წინსვლას, თავის მოვლას და საყვარელი მამაკაცის განებივრებას მარტივად ახერხებს. ფოტომასალის გარდა, შორენამ ცეცხლოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შავი კაბა აცვია. ღრმა დეკოლტე, მოდური აქსესუარები და მინიმალური მაკიაჟი ამშვენებს წამოწოლილ მსახიობს.

ვიდეოს სულ რამდენიმე საათში 20 ათასი ნახვა აქვს. „კარგია, როცა ქალი ხარ“ – წერს შორენა. წარწერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღტაცებული ქალბატონები და მამაკაცები ემოციებს ვერ მალავენ. „შენნაირი ქალი ამას რატომ არ იტყვის?!“; „მე სულ სარკესთან ვიჯდებოდი, შორენა რომ ვიყო“; „რა მოხდება, ერთხელ ხალზე რომ მაკოცნინო?“; „როდესაც კაცი ლამაზ ქალს უყურებს, ცხოვრება უფრო უყვარდება!“