მოჭრილმა ხემ ორი ადამიანი იმსხვერპლა: რა მოხდა ზუგდიდში

პოლიცია ზუგდიდში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძებს
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სამეგრელოში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საშინელი ტრაგედია: 19 წლის ქართველი მორაგბე ავარიამ იმსხვერპლა

42 წლის ქალს საკუთარ ეზოში მოჭრილი ხე დაეცა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა. ხმაურზე გამოსულ 72 წლის მეზობელ მამაკაცს კი სავარაუდოდ ნანახისგან გული გაუსკდა.

უბედური შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში 22 სექტემბერს მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.