„გარემოს ზემოქმედება პირდაპირია თვალზე. ზემოქმედებას ახდენს ჰაერი, მზე, გამონაბოლქვი, სინათლის სხავადასხვა გამონათება, მტვერი და, რა თქმა უნდა, საკვები. ყველა ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს თვალს, ამ სათუთ ორგანოს. თვალი არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ორგანო, არ გააჩნია არც ძვალი, არც კანი, ამიტომ პირდაპირ არის შეხებაში გარემოსთან“, – ამბობს გიორგი პეტრიაშვილი.
ოფთალმოლოგის თქმით, გარემო პირობები ძალიან მოქმედებს თვალის დაავადებებზე და მათ განვითარებაზე.