ყვითელი ამბები

„წინა საუკუნის დიქტორს ვგავარ“ – ნახეთ როგორ შეიცვალა ეკა ხოფერია

უამრავი წელია ეკა ხოფერია ერთი საქმის ერთგულია. მისი პროფესიული კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და ახლა უკვე ჟურნალ „სითის“ მთავარი რედაქტორია. უფრო ადრე "რუსთავი 2"-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით „იმედზე“ საავტორო გადაცემა „ეკა ხოფერიას თოქ-შოუს“ ავტორი და წამყვანი იყო.
Sputnik

47 წლის პოპულარული ჟურნალისტი თანამედროვეობას თვალს უსწორებს და სოციალურ ქსელში მიკრობლოგს უფრო ააქტიურებს. ყველასათვის საყვარელ ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს. როგორც თავად ჰყვებოდა, ტელევიზიაში მუშაობისას ბავშვებთან ხშირად კომუნიკაციას ვერ ამყარებდა, რის გამო ძალიან ღელავდა. ახლა ტელეწამყვანს ახალი პროფესია აქვს. გამოცდილმა ჟურნალისტმა ახალი გამოწვევა რამდენიმე წლის წინ მიიღო. ყველასათვის ცნობილია, რომ ეკა ბომონდური ჟურნალის „სითის“ მთავარი რედაქტორია.

ეკა ხოფერია Instagram-ის ახალი მომხმარებელია. მიუხედავად ამისა, საინტერესო გვერდი შექმნა მხიარული პოსტების წყალობით და ახლა 53 ათასამდე „ფოლოვერი“ ჰყავს. ამის გათვალისწინებით ეკა სოციალური ქსელის სიახლეებს ნელ-ნელა ეგუება. მისი იუმორნარევი პოსტები ბევრ ადამიანს მოსწონს. ამჯერად ცნობილმა ჟურნალისტმა საკუთარი თავი წარსულის სატელევიზიო დიქტორს შეადარა და უახლესი ფოტოსესიის სურათი გამოაქვეყნა. „წინა საუკუნის დიქტორს ვგავარ, მგონი, მაგრამ მე ეს ძალიან მომწონს...“ – ასეთი სიტყვებით აღწერს ფოტოზე გადმოცემულ ემოციას.

პოპულარული ტელეწამყვანი ჟურნალ „სითის“ ახალ გამოცემას აანონსებს. როგორც თავად პოსტში აღნიშნა, სექტემბრის ნომერი სკოლაში დაბრუნებას მიეძღვნება. "სარედაქტოროა სასექტემბრო სითის, ეძღვნება თემას Back to school და არის იდეა, რომ ამ პოსტის ქვეშ გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი #1 მასწავლებლები. ვიწყებ მე: „ნელი ფილაური, ქართული ენა და ლიტერატურა!“ – დაწერა ეკამ. რა თქმა უნდა, მისი გამოწვევის ირგვლივ ბევრი ადამიანი გაერთიანდა და კომენტარებში პირველი საყვარელი მასწავლებელი გაიხსენეს.