როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 27 სექტემბერს

დღისით დედაქალაქში 26 გრადუსამდე დათბება
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 27 სექტემბერს უპირატესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

ადრიან დილას ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმუმ +26 გრადუსამდე მოიმატებს. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:52 საათზე ამოვა და 18:50 საათზე ჩავა.