თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის პროვინცია ადანაში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ავტობუსში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი NTV.
პროვინციის გუბერნატორის თქმით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
„ავტობუსის თვითნაკეთი ბომბით აფეთქებისას რამდენიმე პოლიციელი დაშავდა... ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, — განაცხადა გუბერნატორმა.
ტელეარხის ინფორმაციით, დაჭრილია ხუთი პოლიციელი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თურქეთში პოლიციელებსა და სამხედროებზე მსგავს თავდასხმებს ქვეყანაში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტია ახორციელებდა.