რა ღირს დასაქმება შსს-ში – დაკავებულია ერთი პირი

ბრალდებული მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3,5 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობის ოფიცერი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, 5 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში დაეხმარებოდა.

ბრალდებული მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3,5 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.