ყვითელი ამბები

„მის საქართველო“ გათხოვდა – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული – ფოტოები

თბილისელი 28 წლის მოდელი ნუკა ყარალაშვილი „მის საქართველო“ 2015 წელს გახდა.
Sputnik

„მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილი გათხოვდა. მისი რჩეული ზაზა ტყეშელაშვილია. როგორც ჩანს, წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ჯვრისწერამდე ეს ამბავი დამალეს.

ნუკა ყარალაშვილმა და ზაზა ტყეშელაშვილმა ჯვარი შიომღვიმის მონასტერში დაიწერეს, სადაც მათ მეჯვარეები და უახლოესი მეგობრები ახლდნენ.

ნუკას ჯვრისწერაზე ეცვა სადა და ორიგინალური თეთრი კაბა, რომელიც დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამ შექმნა. წყვილმა ჯვრისწერა ვიწრო წრეში აღნიშნა, ისინი უახლოეს მომავალში გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავენ.

თბილისელი 28 წლის მოდელი ნუკა ყარალაშვილი „მის საქართველო“ 2015 წელს გახდა. „მის საქართველო 2015"-ის ფინალი ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართა. ქვეყნის მთავარი ლამაზმანის ტიტულისთვის სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენლები იბრძოდნენ.

ნუკა ყარალაშვილი საუკეთესოდ აღიარეს 21 კონკურსანტს შორის. სწორედ იგი გახდა კონკურსის მთავარი პრიზის, ავტომობილ „მინი-კუპერის“ მფლობელი.