მწერალი ლინორ გორალიკი ქართველ მკითხველს შეხვდება

მწერალთან შესაძლებელი იქნება საუბარი არა მხოლოდ ლიტერატურაზე, არამედ მოდის ბოლო ტრენდებზე და მარკეტინგზე.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. რუსი მწერალი, პოეტი, ესეისტი და მოდის თეორიის მკვლევარი ლინორ (იულია) გორალიკი ქართველ მკითხველს თბილისში 25 სექტემბერს შეხვდება. აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ლინორ გორალიკი დნეპროპეტროვსკიდანაა. 1989 წლიდან ისრაელში ცხოვრობდა. მუშაობდა ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე როგორც პროგრამისტი და ინტერნეტ-მარკეტინგის სფეროში. 2000-იანი წლებიდან ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში. საქმიანობს ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში, ასევე არის ბიზნეს-კონსულტანტი.

ქართველმა მწერალმა ევროკავშირის ლიტერატურის პრემია მიიღო

გორალიკი მრავალი მხატვრული გამოფენისა და პროექტის ავტორია. მას რამდენიმე რუსულ გამოცემაში საავტორო სვეტი მიჰყავს, აქვეყნებს რეცენზიებს. არის რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, ასევე ნომინაციაში „პოეზია" იოსიფ ბროდსკის ხსოვნის ფონდის სტიპენდიანტია.

შეხვედრა თბილისში ლინორ გორალიკთან ბარ Chacha time-ში „კითხვა-პასუხის" ფორმატით გაიმართება. სტუმარი შეეხება არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ მოდისა და მარკეტინგის საკითხებსაც. მწერალი წაიკითხავს თავის ლექსებსა და ფრაგმენტებს საყვარელი პუბლიკაციებიდან.

დასწრება თავისუფალია.