ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური კონტროლის კრიტერიუმებს შეცვლის

საქართველოს საავადმყოფოებსა და კლინიკებში ინფექციების კონტროლის მექანიზმები უკვე გაძლიერებულია.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციური კონტროლის სფეროში ცვლილებები დააანონსა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ტიკარაძემ აშშ-ში ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორ ენტონი ფაუჩისთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა გაეროში ჯანდაცვის სფეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

„საქართველოში შემუშავებული იქნება ახალი კრიტერიუმები. გაძლიერებულია სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის მექანიზმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს", – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციური კონტროლი 2016 წლის თებერვალში დაიწყო. შემოწმების დაწყებისთანავე პრობლემები დედაქალაქის ათ მრავალპროფილურ კლინიკაში გამოვლინდა. მათ მიიღეს რეკომენდაციები, რომლებიც ნახევარ წელიწადში უნდა შესრულებულიყო.

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს მასობრივად აჯარიმებს>>

სპეციალისტები კლინიკებში ამოწმებენ ვითარებას სტაციონარულ განყოფილებებში, სამედიცინო დაწესებულების შენობის მდგომარეობას, ეზოს სისუფთავეს, წყალმომარაგების სისტემას, დამხმარე ნაგებობების სისუფთავეს და სხვ.