საქართველომ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 172 კილოგრამი ასწია.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენმა რევაზ დავითაძემ ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

89 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დავითაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამის აწევით (172 ატაცში და 199 - აკვრაში).

დასახელდა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

უნდა აღინიშნოს, რომ ატაცში ქართველმა ძალოსანმა მცირე ოქროს მედალი მოიგო, თუმცა აკვრაში 199 კილოგრამმა მას ორჭიდის ჯამში უფრო მაღალი ადგილის დაკავების უფლება არ მისცა.

ამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა აკოფ მკრტჩიანი სომხეთიდან, ხოლო ვერცხლი ირანელ ალი მირის ერგო.

სამშაბათს, 24 სექტემბერს მამაკაცები მედლებს გაითამაშებენ 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. საქართველოს ამ წონაში ანტონ პლესნოი წარმოადგენს.

მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში ტაილანდში 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.