საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე პირველი შეხვედრა უელსის გუნდთან ანგარიშით 43:14 დათმო. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები მატჩიდან.
თამაშის პირველი ნახევარი უელსელთა უპირატესობით წარიმართა და გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 29:0 გავიდნენ.
თუმცა მეორე ტაიმში ქართველებმა თამაში გაათანაბრეს და მეორე ნახევარი ფრედ 14:14 დაასრულეს.